Saturday, April 8, 2017

პროექტის რეფლექსია

კურსის მეშვეობით მიღებული ახალი ცოდნა, დადებით ზეგავლენას იქონიებს მოსწავლეებზე,პირველი ,რომ ბევრ და საინტერესო ახალ იფორმაციას გაეცნობიან და დაამუშავებენ. მასალების ერთობლივი დამუშავება კი ხელს უწყობს მოსწავლეებში კომუნიკაცის ,თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, იზრდება მოტივაცია სწავლისადმი,უვუთარდებათ პრეზენტაციის უნარ ჩვევები,სწავლობენ ურთიერთშეფასებებს და აკეთებენ რეფლექსიებს საკუთარი ნამუშევრის შესახებ.
  მოსწავლეებს მოსწონთ,როცა დავალება მათ ყოფა-ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, გარემოსთან, სადაც მათ უხდებათ ცხოვრება.ჩართულობა უფრო მეტია მოსწავლეების მხრიდან.
   დაბოლოს,ძალიან მნიშვნელოვანია პროექტებზე დაფუძნებული  სწავლება,ყველა ზემოთ ჩამოთვლილ  უნარებთან ერთად მოსწავლეებს უვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიც,რაც თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

პროექტი

Sunday, March 12, 2017


 პროექტის სამივე ეტაპზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შეფასებას. 
     პროექტის დასაწყისში მოსწავლეთა მოტივაციისთვის გამოვიყენებ გონებრივ იერიშს,დაფაზე დაიწერება ზოგადი კითხვა,რომელზეც მოსწავლეები გამოთქცამენ მოსაზრებებს.
      ვ,მ,ვ-ს გამოყენებით,შევძლებ დავადგინო მოსწავლეთა მზაობა,ინტერესები თემასთან დაკავშირებით.
ჯგუფზე დაკვირვების ჩეკლისტები დამეხმარება მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარების შეფასებაში  .ასევე მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება თავადაც მოახდინონ თვითშეფასებაც და ურთიერთ შეფასებაც თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების  კითხვარის გამოყენებით.
თელი პროექტის მანძილზე პროგრესის შეფასებისთვისგამოვიყენებ ფორმალურ და არაფორმალურ დაკვირვების ფურცლებს.
მოსწავლეებს დაურიგდებათ პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტები,რაც მათ დაეხმარებათ გაიაზრონ ყველა შესრულებული სამუშაო იმისათვის ,რომ შეძლონ პროექტის მიზნის შესაბამისი პროდუქტის შექმნა.

Sunday, March 5, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ძალიან მნიშვნელოვანი პროექტისთვის მოსწავლეთა მოტივაციის აღძვრის მიზნით,გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები, გაიგონ პროექტის ძირითადი ცნებები,მისი მიმართულებები,მოსწავლეები ეძებებკითხვებზე პასუხებს,რომელსაც კაცობრიობა მთელი თავისი ისტორიის მანძილზე სვამს.მოითხოვს არამარტო პირდაპი დახურულ პასუხს,არამედ შედარებას ,სინთეზს,ანალიზს

Sunday, February 26, 2017

რატომ არის მნიშვნელოვანი პროექტზე დაფუძნებული სწავლება?

პროექტებით სწავლება მნიშვნელოვანია იმიტომ ,რომ ხდება საკითხის სიღრმისეული წვდომა,მოსწავლეები კეთებით  უკეთ სწავლობენ.ჩართულია ყველა მოსწავლე,ამყარებენ კავშირებს პირად გამოცდილებასა და ცხოვრებასთან ,რაც ზრდის მათ მოტივაციას.ხდება მოსწავლის მრავალმხრივი ინტელექტის ,კომპლექსური უნარების განვითარება.მოსწავლე ქმნის პროდუქტს.